weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო დედაქალაქი – ნიკა მელია

21:36 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში არჩევნები პირწმინდად წააგო. ეს განცხადება მან „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ დღეს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო დედაქალაქი, პოლიტიკური ცენტრი, თბილისი. საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. უმრავლესობაა ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი. მერის არჩევნების ნაწილში გაიმართება მეორე ტური. ახლა მნიშვნელოვანია თითოეული ხმა დავიცვათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით და კომპანია „იპსოსის“ მიერ ჩატარებული ეგიტპოლის მიხედვით, რომელიც 17:00 საათის მონაცემებებს ასახავს, თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა: ნიკა მელიამ ამომრჩეველთა ხმების 40.8% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ – 40.2%.

ამავე ეგზიტპოლის თანახმად, საკრებულოს არჩევნების პროპორციულ ნაწილში, პარტიული რეიტინგები თბილისის მასშტაბით ასეთია: „ქართული ოცნება“ – 38. 6%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33%, „საქართველოსთვის“ – 7. 6 %, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ – 4.8 %, „ლელო“ – 4%, „ხალხისთვის – 2%, „გირჩი“ – 1.6%, „მოქალაქეები“ –1.1%, „ევროპული საქართველო“ – 1 %, „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

„მთავარი არხის“ ცნობით, ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები აირჩიეს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]