weather cur horoscope tv
მაისი 08, 2024

რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც განიხილეს – კობახიძე

15:03 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ გუშინ, დაახლოებით 10-კაციან თათბირზე პარტია „დროას“ დამფუძნებლის, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი იქნა განხილული.

„ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.

განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილეკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, ნებისმიერი დაშანაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში მე-7 დღეა შიმშილობს და ამ ფორმით ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას. ხოშტარიას შეფასებით, კობახიძის მიერ მისი მოწამვლის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების „ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს“, ასევე არის ყურადღების გადატანის მცდელობა „აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე“.

ელენე ხოშტარიას თქმით, „ქართულ ოცნებაა“ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და მის ჯანმრთელობაზე.

„ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე ან მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან, ან აქცენტებისა და ყურადღების გადატანა არ გამოუვათ. ერთადერთი, რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილისა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მეტს მე ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო“, – თქვა ხოშტარიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ 6 ნოებერს განაცხადა, რომ აქციების ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას. ამ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ბლეფი“ უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]