weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

EPP საქართველოს ხელისუფლებას: „აღმოუჩინეთ ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სააკაშვილს“

13:31 კვირა, 14 ნოემბერი 2021
ფოტოზე - მაიკლ გალერი ფოტოზე - მაიკლ გალერი

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჯგუფი, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი აქვს და 178 ევროპარლამენტარს აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი ადეკვატური მკურნალობით სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

ევროპარლამენტარი, EPP-ის ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი მაიკლ გალერი აცხადებს, რომ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები არიან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გარემოებების და პატიმრის უფლებების (მათ შორის, პირადი ცხოვრება და ღირსება) გამო.

„მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში. საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო - სპეციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ“, – განაცხადა გალერმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ ინფორმაციით, მაიკლ გალერის განცხადება მოჰყვა მედიისა და საქართველოს ომბუდსმენისგან მომდინარე შემაშფოთებელ ცნობებს, არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობის, ასევე ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მიერ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის შესახებ.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს.

„მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მას შემდეგ, რაც 2018 წელს დაუსწრებლად იქნა გასამართლებული პრეზიდენტობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. ის ოთხშაბათს სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა, თუმცა მას არ მისცეს ამის უფლება უსაფრთხოების საკითხების გამო“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]