weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სალომე სამადაშვილი „ლელოს“ წევრი და პოლიტიკური მდივანი გახდა

12:17 ოთხშაბათი, 02 თებერვალი 2022

პარლამენტარი სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ შეუერთდა და პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება გუშინ, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ სერიოზული ძალა შეემატა.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება იმისთვის, რომ საქართველო მომზადებული და გაძლიერებული დახვდეს იმას, რაც რეგიონში გეოპოლიტიკურად ხდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ლელო“ პატრიოტების და თავისუფალი ადამიანების გაერთიანებაა, ამიტომ მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად მიაჩნია.

„ლელო“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებუული და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც იყოს წარმატებული. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დავუკავშირო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა „ლელოს“. 

ჩვენთვის დღეს, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანია, გაირღვეს ის მოჯადოებული წრე, რომელზეც ქვეყანა დადის უკანასკნელი წლების განმავლობაში და ამ დაპირისპირებამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც ურთიერთგანადგურების რეჟიმშია, მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყნის მომავალი. 

ჩვენ ქართველ ხალხს, რომელიც დღეს ელოდება, როგორც უდაბნოში მყოფი ადამიანი წყალს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, უნდა მივცეთ ახალი პოლიტიკური პერსპექტივა. მე ამ მომავალს ვხედავ „ლელოში“. ჩვენ, როგორც ქვეყანას, დიდი ხანია არ გვქონია გამარჯვება, დიდი ხანია ლელო არ დაგვიდია და ჩვენ, ყველა ერთად, ამ რეალობას შევცვლით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ამჟამად, ის საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]