weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ვფიქრობდი 2024 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი იქნებოდა, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ – წულუკიანი

14:10 პარასკევი, 11 მარტი 2022

სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, – განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახლაგზარდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პოლიტიკური ოპონენტები ომში ქვეყნის ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ღმერთმა არ ქნას, რაღაც მოხდეს, ისევ ქალებისა და ნამდვილი ვაჟკაცი კაცების დასაცავი გახდება ეს ქვეყანა, რომლებიც დატოვეს მაშინ ბრძოლის ველზე. ეს არის, რაც არ უნდა ღიმილითა და ქილიკით ვისაუბროთ, ტრაგედია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდება წარსულს, იმიტომ რომ პარტია, რომელიც ხდება უკვე ომის პარტია, რომლისთვისაც სულ ერთია ჩვენი შვილები დაიხოცებიან-არ დაიხოცებიან, იტირებენ-არ იტირებენ, ჩვენი მოხუცები ჩაიხოცები, ჯარისკაცები იქნებიან თუ არა ცოცხლები, რა თქმა უნდა, მათ მომავალი არ აქვთ. ამას მომავალ არჩევნებზე მათ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ. თუმცა, მე სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

2024 წელს საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]