weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზურაბიშვილმა ზელენსკის გაწვეული ელჩის თბილისში დაბრუნება სთხოვა

15:28 ორშაბათი, 14 მარტი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და სთხოვა, გაწვეული ელჩი საქართველოში დააბრუნოს.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია და ამას არ დაუშვებს.

„როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარლამენტში, სადაც ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრიი კასიანოვთან ერთად მივიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი პირველ მარტს, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეების დაბრკოლებისა და სანქციების მიმართ „ამორალური პოზიციის“ გამო კონსულტაციებისთვის გაიწვია. 

რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ელჩის საკითხს, თითქმის ორი წელია ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში იმყოფება. 2020 წლის 8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შარაშენიძე უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება მიხეილს სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]