weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას: გვეყო პარლამენტარობის თამაში – სააკაშვილი

12:56 ორშაბათი, 21 მარტი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, „პარლამენტარობის თამაში“ დაასრულონ.

„უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და 100 წელი აღარ გაიხსნება ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა, როგორიც ახლა გაიხსნა. ამიტომ შემდეგი კვირები და თვეები მოქმედების კვირები და თვეებია. მე მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას: გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან. არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილიზებული კითხვა-პასუხი, „აბა, ამ კონკრეტულ საკითხზე რას ფიქრობთ?“... ერთ საკითხზე არის მხოლოდ სალაპარაკო – „როდის გახვალთ ამ პარლამენტიდან?“, უფრო სწორად, „როდის მოშორდებით ხელისუფლებას?“. დღესდღეობით სხვა კითხვა-პასუხი არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, საუბარია საქართველოს გადარჩენაზე:

„ეს გასაკეთებელია, იმიტომ, რომ იმ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის, მათ შორის, საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს რუსეთისთვის გადაცემას. ესენი, სხვათა შორის, ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას და სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ.

ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს, ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში თუ ერთ ორ წელიწადში, საქართველო გახდება რუსეთის ოფიციალური ნაწილი.

ეს არის ამათი გეგმა. ყველაფერზე შეთანხმებულები და გარიგებულები არიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას ესწრება. პროკურატურა მას სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]