weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ამ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რასაც ყველა პატრიოტული ხელისუფლება გადადგამდა – ვაშაძე

10:59 სამშაბათი, 22 მარტი 2022

„ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება“, – განაცხადა პარლამენტარმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

„პირველი – უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი, რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი, დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს? ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას? ხომ იდიოტიზმია, მაპატიეთ. გააკეთა. შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისთვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

შეკითხვას, რომელი სანქციების გამოყენება შეიძლება რუსეთის ფედერაციის მიმართ, ვაშაძემ უპასუხა:

„საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ავიამიმოსვლა არ აქვს. რუსეთის ფედერაციასთან არც არავინ ეცდება არასოდეს ქართული ბანკების მეშვეობით რაღაც კომბინაციის ჩატარებას, ხელის მოთბობას სანქციებდაწესებულ რუსულ ბანკებთან. ჩვენი ექსპორტი შედგება რუსეთში ხილისგან, ბისტნეულისგან, ფეროშენადნობებისა და ღვინისგან. სხვა ექსპორტი ჩვენ არ გვაქვს. იმპორტი არის გაზი (ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა 15% თუ 12%-ია ჩვენი გაზის ბალანსიდან) და ხორბალი. ამის შეწყვეტა შეიძლება, რადგან ყველა ჩვენი მოკავშირე იმით არის დაკავებული, რომ ჩაანაცვლოს რუსული ენერგომატარებლები და რუსული იმპორტი. შეიძლება ამაზე ფიქრი, მაგრამ ამას დაჯდომა უნდა, სერიოზული დაფიქრება, ყველაფრის დათვლა, რადგან ჩვენი მოკავშირეებისგან განხვავებით, ჩვენ ეკონომიკურად გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვართ. თუმცა ნაბიჯი უნდა გადაიდგას. შესანიშნავი ფორმულირება შემოგვთავაზა ჩვენი მოკავშირეების ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელმაც ბრძანა, რომ: ჩვენ მუდმივად ვართ საქართველოსთან კონსულტაციებში და მუდმივად განვიხილავთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა მივცეთ ჩვენი მოკავშირის ხელისუფლებას. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად, სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მივუერთდეთ დასავლურ სანქციებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმი სრულად არ უნდა გააუქმოს, მაგრამ ერთი წლიდან ერთ თვემდე უნდა შემცირდეს საქართველოში მათი ლეგალურად ყოფნის უფლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]