weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კოვიდზე ვაქცინაციის ფულადი წახალისების პროგრამა აპრილშიც გაგრძელდება

12:45 სამშაბათი, 22 მარტი 2022

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილშიც გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერით აცრისას, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის თვეში, დღეში საშუალოდ 1000 აცრა ტარდება. 

რაც შეეხება წახალისების პროგრამას, პირველი ან „ბუსტერ“ დოზით მოქალაქეთა ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება. მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვა სააგენტოში ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე ხდება. თუ მოქალაქეს ასეთი ანგარიში არ აქვს, მომსახურების სააგენტო, „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად ხსნის.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/. აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1053 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2067 ინფიცირებული, ხოლო 7 გარდაიცვალა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ლაბორატორიულად ვირუსით ინფიცირების 1 643 295 შემთხვევა დადასტურდა. 1 601 578 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში სრულად (ორი დოზით) ვაქცინირებულია 1 254 202 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.6%-ია. ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილია 230 445 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]