weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

„ალტ-ინფოს“ ძალადობა გომელაურის და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა იქნება – ნაცვლიშვილი

16:51 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

პარტია „ლელოს“ წევრმა, პარლამენტარმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ძალადობა, რომელსაც „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფი განახორციელებს, პირადად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი იქნება.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ, ქობულეთში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს და მოვუწოდო შსს-ს, დაუყოვნებლივ გადადგას ის სამართლებრივი ნაბიჯები, რომელიც აქამდე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვნახეთ, როცა ძალადობრივი ჯგუფი „ალტ-ინფო“ მოქალაქეებს ავიწროებს, ემუქრება, სცემს, მათ შორის, სცემს სიკვდილამდე.

ყველა ძალადობა, რომელიც ამ ჯგუფის ხელით განხორციელდება, იქნება პირადად გომელაურის და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

თქვენ გაქვთ ყველა საკანონმდებლო ბერკეტი იმისთვის, რომ შეაფასოთ მათი უკანონო მოქმედებები და იმოქმედოთ. თქვენ გაქვთ არა მხოლოდ ამის უფლება, არამედ ვალდებულება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა ხელს უწყობს ძალადობრივი ჯგუფებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მათ კიდევ უფრო გაძლიერებას და გაფართოებას აძლევს გასაქანს.

„ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის. პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის კისერზე იქნება ყველა ძალადობრივი აქტი თუ მუქარა, რომელსაც ეს ჯგუფი განახორციელებს, რადგან „ქართული ოცნების“ მხრიდან ორკესტრირებული და ხელშეწყობილი დაუსჯელობის სინდრომი აძლევს მათ ამის გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პრორუსული და ძალადობირვი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა“ რეგიონებში ოფისებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის, რასაც, რიგ ადგილებში მოქალაქეთა პროტესტი სდევს თან. გუშინ, ქობულეთში, უკრაინის დროშებით აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთანაც გაიარეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირებ მოჰყვა. „ალტ-ინფოს“ წევრები სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტს სამირა ბაირამოვას. სავარაუდოდ ისინი დაესხნენ თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისსაც. აღნიშნული ოპოზიციური პარტიის წევრები „ალტ-ინფოს“ უკავშირებენ საგარეჯოს ოფისის დარბევასაც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ სამართალდამცველებმა ქობულეთში ადმინისტრაციული წესით „ალტ-ინფოს“ 12 წევრი და მხარდამჭერი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს – წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]