weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში გადმოასვენეს

10:45 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო

უკრაინაში დაღუპული სამი ქართველი მებრძოლიდან ორი – დავით რატიანი და გია ბერიაშვილი სამშობლოში გადმოასვენეს. გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მათ ოჯახის წევრებთან ერთად, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები დახვდნენ. იქვე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ცნობილია, რატიანსა და ბერიაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„ეს ჩვენი გმირი ბიჭები საქართველოს და უკრაინის გულისთვის დაიღუპნენ. დიდება მათ! საქართველოს მთავრობისგან ვითხოვ, რომ ეს ხალხი სამხედრო პატივით იქნენ დაკრძალული და გმირის წოდება მიიღონ“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა, პარლამენტის წევრმა დევი ჭანკოტაძემ.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი რუსეთის აგრესიას 17 მარტს, ქალაქ ირპენში ემსხვერპლნენ, ხოლო ბახვა ჩიქობავა 19 მარტს, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა. ჯერჯერობით ჩიქობავა საქართველოში არ გადმოუსვენებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]