weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

რაღაცას გამოასწრო, თორემ 8 წელი გვპირდებოდა და არ ჩამოსულა – მდინარაძე სააკაშვილზე

15:55 პარასკევი, 01 აპრილი 2022

„მან რაღაცას გამოასწრო უკრაინიდან, თორემ 8 წელი გვპირდებოდა ჩამოსვლას და ერთხელ არ ჩამოსულა. საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო? რატომ ვერ გაბედა მაშინ ჩამოსვლა და რატომ მაინცდამაინც ახლა, ამ მოვლენების წინ? საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

დღევანდელ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის „მიზანი იყო და არის“ საქართველო ომში ჩაერთოს.

„მე დარწმუნებული ვარ, მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება. მან უკრაინიდან გამოასწრო და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლებელია გადაზრდილიყო, მაგალითად, იმაში, რასაც დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის უკრაინიდან საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]