weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ამ ბოლო წლებში EU-თან ურთიერთობაში პროგრესი ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა – ღარიბაშვილი

11:56 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს მიიღებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება ლუქსემბურგში, სადაც შეხვდება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც გადასცემს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს. პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს და ვიქნები ჩართული. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ შევსებული კითხვარი ბრიუსელს“, – განცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაშია მიღწეული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ის სიკეთე, პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ამ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, მმართველი პარტიის დამსახურება, დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, ასევე თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადი წევრობაზე.

ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობით, ჩვენ მივიღებთ რა ამ კითხვარს, ჩავერთვებით და მაქსიმალურად მოკლე დროში წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავდა. პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა. მას ასოცირებული ტრიოს სხვა წევრებმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. უკრაინამ კითხვარი 8 აპრილს მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]