weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ენმ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრება

14:35 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

„ერთიაინი ნაციონალური მოძრაობის“ საპარალამენტო ფრაქციის წარმომადგნლები პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრებიან. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ჩემი პოზიცია და ფრაქციის პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ოპოზიციური დელეგაცია გადაწყვეტს ჩავიდეს უკრაინაში და ესეც იგეგმება, ჩვენ ვიქნებით ამ დელეგაციის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დელეგაციაში ყოფნა „მართებული არ არის“.

„ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ ოპოზიცია უნდა ჩასულიყო. შალვა პაპუაშვილის სამწუხარო გადაწყვეტილება იყო არ წასულიყო და სამძიმარი არ გამოეხატა. მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა, კარგია. კარგია ვინც მიდის, მაგრამ ამ დელეგაციაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგებლები არ იქნებიან. რა თქმა უნდა, მე ბევრჯერ ჩავალ კიევში“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მათი შეთავაზებაა, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან დელეგაციაში თითო წარმომადგენელი იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]