weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სანქციებს არ ვაწესებთ, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები გვაქვს – კობახიძე

14:28 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, მიუხედავად უკრაინული მხარის სურვილისა.

„ჩვენ სანქციებსარ ვაწესებთ. ერთადერთი - თუ საუბარია რისკებზე, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სანქციების გვერდის ავლასთან, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არ გახდება მექანიზმი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, მაგრამ რაც შეეხება სანქციებს, სანქციებს ჩვენ არ ვაწესებთ. ამაზე არის მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, აბსოლუტურად ლოგიკურია უკრაინის ხელისუფლების სურვილი, რომ რუსეთს რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ დაუწესოს სანქციები.

„უკრაინას თავისი სუბიექტური ინტერესები აქვს. ის არის ომის მდგომარეობაში და 

ბუნებრივია, უკრაინის სუბიექტურ ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტმა ქვეყნამა დააწესოს სანქციები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინეტრესები და რა თქმა უნდა, დავიცვათ ამ ინტერესებს.

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, მათ შორის, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ბუნებრივია, აქეთკენ არის მიმართული ჩვენი ნაბიჯები.

ჩვენთვის აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია უკრაინის სახელმწიფოს სუბიექტური ინეტრესები. ჩვენ გვაქვს ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები ეკონომიკის კუთხით, პოლიტიკური კუთხით და ბუნებრივია, აქ გვიწევს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება. სანქციების არ დაწესების გადაწყვეტილება გამომდინარეობს სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან“, – თქვა კობახიძემ.

16 აპრილს, უკრაინაში მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სთხოვა, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა განეხილა. სტეფანჩუკის თქმით, იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, „საჭიროა ყველამ ერთად გადატეხოს აგრესორის ეკონომიკური ხერხემალი, რომლის მეშვეობითაც ის უკრაინაში მკვლელ მანქანას კვებავს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]