weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ოკუპირებულ ცხინვალში 10 ათასზე მეტ გეორგიევსკის ლენტს დაარიგებენ

11:19 პარასკევი, 22 აპრილი 2022

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ყოველწლიური „პატრიოტული აქციის“ ჩასატარებლად ემზადებიან, რომლის ფარგლებშიც 1-3 მაისს 10 ათასზე მეტ ე.წ. გეორგიევსკის ლენტს დაარიგებენ.

გეორგიევსკის ლენტებს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით არიგებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო Res-ი წერს, ე.წ. კულტურის მინისტრმა ჟანა ზასეევამ განაცხადა, რომ წელს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლები ლენტთან ერთად მიიღებენ ინფორმაციას „გამარჯვების სიმბოლოს“ ისტორიის შესახებ და იმაზე, თუ როგორ უნდა შეინახონ და ატარონ ის. 

გეორგიევსკის ლენტი რუსეთის იმპერიის მიერ, წმინდა გიორგის ორდენთან ერთად, 1769 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს შეიქმნა. ორდენითა და ლენტით რუსეთის იმპერიისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და სიმამაცის გამო აჯილდოვებდნენ. 

დღეს ნარინჯისფერ-შავზოლიანი ლენტი რუსეთში ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოდ ითვლება. 2005 წლის შემდეგ მას 9 მაისთან დაკავშირებით არიგებენ. 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება და პროპაგანდა აღნიშნული ლენტის ფერებში გამოსახავს რუსული აგრესიის ახალ, Z სიმბოლოსაც. 

უკრაინამ გეორგიევსკის ლენტის გამოყენება ჯერ კიდევ 2017 წელს ოფიციალურად აკრძალა.



ამ თემაზე:

„ლელო“ გეორგიევსკის ლენტის, Z და V-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]