weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების გამიჯვნა მიუღებელია – პაპუაშვილი

13:06 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რიტორიკაში არის ხოლმე ასეთი მიდგომა, თითქოს ქართველი ხალხი უჭერს მხარს, ხოლო ხელისუფლება გარკვეულწილად შეკავებულია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის ნებისმიერი გამიჯვნა მიუღებელია.

„ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ინსტრუმენტს იყენებს - ეს გახლავთ რუსეთი და სხვათა შორის, რუსეთი ამას იყენებს უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც ხალხს მიჯნავს მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან. ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს და წარმოადგენს ამ ქვეყანას.

ნებისმიერი გამიჯვნა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის მიუღებელია. ეს არის, მათ შორის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელმაც არჩევნებში, დემოკრატიული გზით, დაადასტურა თავისი არჩევანი, რომ ქართველ ხალხს ისტორიის ამ მონაკვეთში უმრავლესობით წარმოადგენს სწორედ „ქართული ოცნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ გუშინ თქვა, რომ ქართველები მხარს უჭერენ უკრაინას და უკრაინელების გამარჯვებას ომში, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება. არახამიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]