weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზღვრის კვეთა არ მქონია, მთელი აღდგომის მარხვა მონასტერში ვიყავი – მახარაძე

22:12 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ უარყო მოსკოვში მისი ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. როგორც მან დღეს, „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადა, აღდგომის მარხვის პერიოდი მონასტერში გაატარა.

„ამბობდნენ, რომ მოსკოვში ვარ. რავი, თუ გადავწყვეტთ მოსკოვში ჩასვლას, ვიტყვით, რომ მივდივართ. მოსკოვში ვიზიტი თუ განხორციელდება, რა პრობლემაა? ეს ერთი. ჩვენ ზოგადად საქმის კურსში ვაყენებთ ხოლმე ჩვენს მხარდამჭერებს. ფაქტია, რომ აქა ვარ და აქ ვიყავი. შეუძლიათ, საზღვრის კვეთა გადაამოწმონ – არ მქონია.

მთელი აღდგომის მარხვა მონასტერში ვიყავი. რეალურად, ძალიან მჭირდებოდა ეგ თემა, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო პირადად ჩემთვის. ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ, ჩემი არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე, ოჯახი დამენგრა, რასაც ახლაც ძალიან ვნანობ. ძალიან მძიმე პერიოდში, როცა ძალიან მჭირდებოდა, მეც მომიწია წასვლა.

იმ მდგომარეობაში ნამდვილად არ იყო სწორი პარტიის ლიდერის ფუნქციის შესრულება. ეს აღდგომის მარხვა, მთლიანად, მონასტერში ვიყავი.

რატომ არ ვთქვით, რომ მანდ ვიყავი... ახლაც ვერ ვიტყვი, კონკრეტულად სად ვიყავი, იმიტომ, რომ ჭინკები, რომლებსაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტები ჰქვიათ, მამაოებს შეაწუხებენ“, – განაცხადა მახარაძემ.

ის პარტიის თავმჯდომარედ გიორგი ქარდავას არჩევასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ „საქმის ინტერესები“ ასე მოითხოვს.

„ჩვენს ჯგუფში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის გენერალური მდივანი და ვინ არის თავმჯდომარე. ამ საქმეს რაც დასჭირდება და როგორც ჯობია, ყოველთვის ისე ვიქნები. საქმისთვის ისე ჯობია, როგორც ახლა არის. დანარჩენი პროცესში გამოჩნდება“, – აღნიშნა ზურაბ მახარაძემ.

პრორუსულ პოლიტიკურ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ მახარაძე არჩევიდან ოთხ თვეში გიორგი ქარდავამ შეცვალა, რომელიც მანამდე პარტიის გენერალური მდივანი იყო. საჯარო რეესტრმა ცვლილება 11 აპრილს დაარეგისტრირა. ამავე პერიოდიდან პარტიის ოფიციალური სახელწოდებაა – „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“, მისი გენერალური მდივანი კი შოთა მარტინენკოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]