weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია – ღარიბაშვილი

15:53 შაბათი, 30 აპრილი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში „მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა“.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მას ემიგრაციის მაჩვენებლების ზრდასა და რეგიონებში ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემაზე ჰკითხეს.

„მას შემდეგ, რაც დაინგრა, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირი და ჩვენ დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, იცით, რომ მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია. ნგრევა. ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას და მათ შორის, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, მოღალატე გამყიდველი პოლიტიკოსები, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ.

რომ იტყვიან, ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა, ქარხნები, წარმოება, ინდუსტია, ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვსპეთ, მათ შორის განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება აქტიური მუშაობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყნის განვითარების ერთადერთი საფუძველია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს. ბოლომდე დავიცავთ ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]