weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

სააკაშვილი EU-ს: ნუ დატოვებთ საქართველოს პოსტ-საბჭოთა ჭაობში და სიბნელეში

19:05 სამშაბათი, 07 ივნისი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მიმართავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს და „პოსტ-საბჭოთა ჭაობში“ არ დატოვოს.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დღეს ის წარმოადგენს როგორც პრეზიდენტ ზელენსკის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეს, ისე ადამიანს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიულ და ევრო-ატლანტიკურ სვლას.

„ასე რომ, მე დღეს ვარ უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსი. დღეს ჩემი მეორე სამშობლო, უკრაინა იბრძვის ყოველი ჩვენგანისთვის. ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინელების გვერდით და ბევრმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე ამ ბრძოლას, თავისუფლებისთვის.

იმ დროიდან, როდესაც ევროსაბჭოში სტაჟირებაზე პოლონელებთან ერთად ჩავედი სტრასბურგში, ვცდილობდი გავმხდარიყავი ევროპული ინსტიტუტების ნაწილი. ახლა უსამართლოდ ვარ პატიმრობაში, მაგრამ ჩემს ორივე სამშობლოს - უკრაინას და საქართველოს აქვთ შანსი, გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები. ეს არის ჩვენი ორი ქრისტიანული, თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის საუკუნოვანი ოცნება. ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება.

თუმცა, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი პრეზიდენტი ზელენსკი სრულად იმსახურებს ამას, მაგრამ საქართველოს შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსი უნდა იქნას მინიჭებული ახლა და ორჭოფობის გარეშე, რადგან ეს სტატუსი იქნება ტრანსფორმაციული ძალა და ინსტრუმენტი ცვლილებებისთვის. ჩვენ კი გვჭირდება ცვლილებები.

გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ პოსტ-საბჭოთა ჭაობში და სიბნელეში რკინის ფარდის მეორე მხარეს. ახლა არ არის დეტალების დრო, თუნდაც ეს მოიცავდეს ჩემს ტყვეობას და ჩემი ჯანმრთელობის საფრთხეს. ეს უკანასკნელი არაფერია იმ უდიდეს ისტორიულ გამოწვევასთან და პირობასთან შედარებით, რომელსაც მივუძღვენი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]