weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზარქუა სამადაშვილს: ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, იჭიჭყინე და იყავი

14:26 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს, რომელიც 2005-2013 წლებში ევროკავშირში საქართველოს ელჩი იყო, „ხელმოცარული დიპლომატი“ უწოდა.

„ხშირად მიწევს ხოლმე ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. მე ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ. ყოველთვის მინდოდა მეთქვა: ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი. 2008 წელს, როდესაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი 20% შეიწირა, შეიწირა ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი მოახერხე, რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან და იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს – ნუ ჭიჭინებ, მაცადე – მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში. რა ტონალობაში გველაპარაკები, ქალბატონო სალომე, თქვენ რაღაც ხომ არ აგერიათ? ამოვიდა ყელში ეს თქვენი ქედმაღლური ისინი, რა. კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური. არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ 2008 წელს.

ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ხელმოცარული დიპლომატი ხართ, რომელმაც ვერაფერი გააკეთეთ და დღეს უკრაინას ლობირებთ, დადიხართ და საქართველოში რომ შემოიჭრა, ერთი ხმა ამოგეღოთ რომელიმეზე. აი, ასე! ახლა ორ ხმაში იჭიჭყინე იქ და იყავი“, – განაცხადა ზარქუამ.

დღეს, პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, როდის იგეგმება „ჟან მონეს დიალოგის“ გამართვა, რატომ დაიბლოკა საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის ინიციატივა და რას ფიქრობს ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]