weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გრეგოროვა საქართველოს მთავრობას: EU-ის კანდიდატის სტატუსი ცალმხრივი გარიგება არ არის

11:23 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

ევროპარლამენტის წევრმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს სურთ, შეასრულონ საქართველოს მოქალაქეების სურვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით, ხოლო თუ საქართველოს მთავრობასაც იგივე სურვილი აქვს, გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვას.

გრეგოროვამ, რომელიც ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსის წევრია, განცხადება ევროპარლამენტში გუშინ, 8 ივნისს გამართული დებატების დროს გააკეთა. დებატების თემა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევები იყო.

„საქართველოში მედიასთან დაკავშირებული სიტუაცია შემზარავია – ჟურნალისტებს ძალადობრივად, უპრეცედენტო რაოდენობით ესხმიან თავს, არის ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და სამართლებრივი დევნის შემთხვევები, მედიის თანამშრომლებისა და მფლობელების წინააღმდეგ აღძრულია ბევრი სისხლის სამართლის საქმე. უფრო მეტიც, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედია „ჯადოქრებზე ნადირობას“ იმის ნაცვლად, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი.

ამიტომ, მე შევახსენებ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით. ეს მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას, მათ შორის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას.

კანდიდატის სტატუსი ცალმხრივი გარიგება არ არის. ჩვენ გვსურს შევასრულოთ თქვენი მოქალაქეების სურვილები და თქვენ? თუ კი, მაშინ გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვათ“, – განაცხადა გრეგოროვამ.

როგორც ევროპარლამენტარმა დაამატა, ისიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომ შეუძლიათ იპოვონ კრემლთან მისი კავშირების მტკიცებულებები და რომ მისი შესაძლო სანქცირება მომავალში შესაძლებელი იქნება, თუმცა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში ამ საკითხის შეტანის ადგილი არ არის.

„ამიტომ, ჩვენს ჯგუფს ხმის წინააღმდეგ მიცემა მოუწევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა საქართველოში არსებული ბევრი პრობლემის უკან. მინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა ეს მოისმინონ“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ევროპარლამენტი დღეს მიიღებს. პარლამენტარები სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტებს უყრიან კენჭს.

 

ამ თემაზე:

ლექსმანი: ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სანქციების დაწესება ივანიშვილზე

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გვარამია – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]