weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით სააკაშვილის გათავისუფლება – EU-ის პარლამენტის რეზოლუცია

17:07 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

ევროკავშირის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გაათავისუფლოს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული მოსაზრებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას შეეძლოს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება საზღვარგარეთ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განუწყვეტლივ უარესდება.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები მიიჩნევს, რომ „ვივამედში“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია და მის სამკურნალოდ საქართველოში ყველა საშუალება არსებობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]