weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნას სთხოვს

16:50 ოთხშაბათი, 13 ივლისი 2022

პარლამენტში წარმოდგენილი ხუთი ოპოზიციური პარტია და 6 დამოუკიდებელი დეპუტატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვილის მოთხოვნით მიმართავენ.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, სესიის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებები, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები და ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტი უნდა იქნეს განხილული.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას - აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები.

ჩვენს მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება“, – ნათქვამია ოპოზიციის მიმართვაში.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავენ, რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება.

„მივმართავთ ხელისუფლებას, უარი არ თქვათ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე და სრულად ჩაერთეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენი პოლიტიკური ლუსტრაცია და იმის პირდაპირი დემონსტრირება, რომ თქვენთვის მთავარია არა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაზიანების ფასად ძალაუფლების შენარჩუნება“, – აცხადებენ ოპოზიციის წევრები.

მიმართვას ხელს აწერენ პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე. რიგგარეშე სესიის მოთხოვნას „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“ არ უერთდებიან.

 

ამ თემაზე:

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წელს შეაფასებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]