ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

 „ავერსის“ კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 188 000 ლარი ჩაურიცხეს

14:17 - 13 ოქტომბერი 2017 hits 1143

„ავერსის“ სააფთიაქო და ფარმაცევტულმა კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 188 000 ლარი ჩაურიცხეს. 2017 წლის 3 ოქტომბერს შპს „ავერსი-ფარმამ“ 88 000 ლარი გადარიცხა, ორი დღის შემდეგ კი შპს „ავერსი-რაციონალმა“ – 100 000 ლარი.    

კომპანია „ავერსი“ 1994 წელს შეიქმნა. 2002 წელს „ავერსმა“ შექმნა კომპანია „ავერსი-რაციონალი“, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფარმაცევტული საწარმოა. 

ორივე კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებლები და პარტნიორები მართავენ. კომპანია „ავერსი-ფარმას“ კაპიტალში 67 %-ის მფლობელია პაატა კურტანიძე, რომელიც „ავერსი-რაციონალში“ 60 % წილს ფლობს. „ავერსი-ფარმას“ დანარჩენი 33 % ეკუთვნის ნიკოლოზ კურტანიძეს, რომელიც „ავერსი-რაციონალში“ 25 %-ის მფლობელია. იმავე კომპანიაში 15 % საწარმოს დირექტორს მალხაზ კურტანიძეს ეკუთვნის.

აღნიშნული კომპანიების მფლობელები წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პაატა კურტანიძემ და მალხაზ კურტანიძემ იმდროინდელ სახელისუფლებო პარტიას 120 000 ლარი ჩაურიცხეს (თითოეულმა 60 000 ლარი), ხოლო „ავერსი-ფარმას“ დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ - 50 000 ლარი.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com