weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატს ევროპული საქართველოს აქტივისტის ცემაში ადანაშაულებენ

15:21 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

„ევროპული საქართველოდან“ მარნეულის მერობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის განცხადებით, მათ აქტივისტს მაჰმედ ჰუსეინოვს „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა მირქაზიმ იაგუბოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი სოფელ ქვემო სარალის 58-ე საარჩევნო უბანთან მოხდა.

მაჰმედ ჰუსეინოვის თქმით, ის „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის სცემეს. „ჩემთვის ვიდექი მანქანასთან. მაჟორიტარი მოვიდა და მითხრა, რატომ ვუჭერ მხარს „ევროპულ საქართველოს“. არ მომეშვა და მცემა. ყველაფერი მტიკვა“, - აღნიშნა მან.

მაჰმედ ჰუსეინოვი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მარნეულშია პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, რომელმაც განაცხადა, რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. ბესელიას თქმით, იმამკულიევის გარდა, ცემის ფაქტს არავინ ადასტურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]