დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

სააკაშვილის დაკავების გამო ფოთის საკრებულოს წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

17:33 - 06 დეკემბერი 2017 hits 1557

5 დეკემბერს, კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ახალი ძალების მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, ფოთის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარია ავად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. როგორც ცხვიტარიამ სააგენტო „ლაივპრესს“ განუცხადა, ავადმყოფობის გამო საკრებულოს სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო.

„საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტელევიზორში ვნახე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები და ავად გავხდი. საავადმყოფოში გადამიყვანეს. კარდიოგრამა გადამიღეს, სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს. ახლაც არ ვარ კარგად, მაგრამ სახლში ვიმყოფები“, - ციტირებს ცხვიტარიას კომენტარს „ლაივპრესი“.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, 5 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი კიევში დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობისა და მისი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

რამდენიმესაათიანი ალყის შემდეგ,მხარდამჭერებმა სააკაშვილიუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს და გაათავისუფლეს. პროკურატურამ მას ახალი ბრალი დასდო პატიმრობიდან გაქცევაში და მის მიმართ ძებნა გამოაცხადა. სააკაშვილი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და მონაწილეა.

სააკაშვილი მის დაკავებას პროვოკაციას უწოდებს და უკრაინის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი