ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

თეთრიწყაროს მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა

15:51 - 20 იანვარი 2018 hits 2165
ფოტოზე თეთრიწყაროს მერი გიორგი ქორიძე ფოტოზე თეთრიწყაროს მერი გიორგი ქორიძე

თეთრიწყაროს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 2650 ლარიდან 3600 ლარამდე, მერის პირველი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა 2100 ლარიდან 2700 ლარამდე გაიზარდა, მერის ორი მოადგილე კი 2000 ლარის ნაცვლად 2500 ლარს მიიღებს.

დადგენილება მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ თეთრიწყაროს საკრებულომ 2018 წლის 17 იანვარს მიიღო, მისი ამოქმედება კი 18 იანვრიდან მოხდა. 

მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძისა და საკრებულოს თავმჯდომარის გოჩა თედორაძის თანამდებობრივი სარგო, რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 2650 ლარს შეადგენდა, 3600 ლარამდე გაიზარდა. 

2100 ლარიდან 2700 ლარამდე გაიზარდა მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოები, მერის კიდევ ორი მოადგილის ანაზღაურება კი 2000 ლარის ნაცვლად 2500 ლარი იქნება. 

1900 ლარის ნაცვლად, თვეში 2400 ლარის ოდენობით ხელფასს მიიღებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, 1500 ლარს კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. 

1600 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა მერიის სამსახურის უფროსების სარგო, განყოფილების უფროსებისა კი 1200 ლარის ნაცვლად 1600 ლარი გახდა. 

რაც შეეხება რიგით მოხელეებს, მათი ყოველთვიური სარგო, რანგირების შესაბამისად, 700-დან 1000 ლარამდე ფარგლებში იქნება. 

საშტატო ნუსხის შესაბამისად, დღეისათვის თეთრიწყაროს მერიაში 74, საკრებულოში კი 31 საჯარო მოსამსახურე მუშაობს. მათ შორის, 33 პოლიტიკური თანამდებობის პირია.

 

მსგავს თემაზე: 

რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4500 ლარი გახდა

ბოლნისში მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 3950 ლარამდე გაიზარდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]