weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა

12:13 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ძალიან დატვირთული 2 წელი გვქონდა. ახალ გუნდს უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება. იმედი მაქვს ჩვენი შემცვლელები ჩვენზე მაგრები იქნებიან“, - უთხრა „რეგინფოს“ გიორგი სეთურიძემ, რომელიც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის აპრილიდან მუშაობდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა.

30 მარტს თანამდებობა დატოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. პრემიერ-მინისტრმა მის შემცვლელად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]