weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გორის მაჟორიტარის ბიუროში საახალწლო ტორტი და სასმელები ბიუჯეტის ხარჯით იყიდეს

10:48 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018
ფოტოზე იოსებ მაკრახიძე ფოტოზე იოსებ მაკრახიძე

პარლამენტში გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის ბიურომ, ძველით ახალი წლის აღსანიშნავი სუფრისთვის, 70 ლარად ღირებული ტორტი და 146 ლარის ალკოჰოლური სასმელები ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა.

დეპუტატის ბიურომ 2017 წლის 12 იანვარს, გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „გდ ალკო“-სგან იყიდა 2 ბოთლი ვისკი „William Lawson“, 2 ბოთლი არაყი „Finlandia“ და 2 ბოთლი შუშხუნა ღვინო „Chinzano Asti Gran Dolce“, ტორტი კი ერთი დღის შემდეგ შპს „სვითტერია“-სგან შეიძინა. ორივე ხელშეკრულებას პირადად იოსებ მაკრახიძე აწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს დებულება, რომელიც 2013 წლის 7 თებერვალს არის დამტკიცებული, ბიუროსთვის გადარიცხული თანხით საკვები პროდუქტების შეძენას არ ითვალისწინებს.

იოსებ მაკრახიძე კომპანია „იბოლიას“ 40 % წილის მფლობელია, იმავე კომპანიის 15 – 15 %-ს მისი შვილები - მარიანა და ოფელია მაკრახიძეები ფლობენ. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს იოსებ მაკრახიძემ ბიზნესიდან 910 663 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, 2016 წელს კი 829 319 ლარი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ გორის მაჟორიტარი და მისი კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლია“-მ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000 ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, - სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა.

მსგავსი თემები:

ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარ რესტორანში დეპუტატები თიანეთის ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფა

თიანეთის ყოფილმა გამგებელმა ქუცნაშვილის რესტორანს ბიუჯეტიდან 13 ათასი გადაურიცხა

გორის მაჟორიტარის მეუღლის კომპანიას წყალტუბოში 4453 კვ.მ მიწა 1 ლარად გადაეცა

გორის მაჟორიტარის ბიზნესკომპანიამ გამგეობის აუქციონზე 11 779 კვ.მ მიწა იყიდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]