ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ფოთის საკრებულომ მოქალაქეებს ძაღლებთან და კატებთან სქესობრივი აქტი აუკრძალა

17:31 - 07 ივნისი 2018 hits 84754
ფოტო: ქალაქ ფოთის საკრებულო / Facebook ფოტო: ქალაქ ფოთის საკრებულო / Facebook

ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილებით, რომელიც 2018 წლის 30 მაისის სხდომაზე მიიღეს, ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც კატების, ძაღლების და სხვა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის წესს შეეხება, ასევე იკრძალება მათთვის ბიბილოს, ნისკარტის, ფრთების მოჭრა, ჩლიქების ან ეშვების დამახინჯება, ბუმბულის მოგლეჯა და ა.შ.

დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა ცხოველი და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა. მეპატრონეს უფლება ექნება სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.

ფოთის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 25 წევრიდან 18 „ქართულ ოცნებას“, 2 „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 „ევროპულ საქართველოს“, 1 „პატრიოტთა ალიანს“, 1 „საქართველოს ლეოიბორისტულ პარტიას“ და 1 „შენების მოძრაობას“ ჰყავს.

„რეგინფო“ წერდა, ანალოგიური შინაარსის დადგენილება 2018 წლის 25 მაისს წყალტუბოს საკრებულომ მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]