ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

რა შემთხვევაში ჩატარდება მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები

14:49 - 13 ივნისი 2018 hits 538

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მარნეულის მერის თემურ აბაზოვის მიმართ, რომელიც დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არის დაკავებული, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერს უჩერდება უფლებამოსილება იმ ვადით, რამდენ ხანსაც იგი პატიმრობაში იქნება, ხოლო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ - მოხდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტა.

მერის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მის უფლებამოსილებას პირველი მოადგილე შეასრულებს.

მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მაისში ან ოქტომბერში. კერძოდ, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერის უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეწყდა − უახლოეს მაისში.

რიგგარეშე არჩევნებით მერი აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვს, რომელიც ამავე საქმეში მხილებულია მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ ძალადობაში, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

პროკურორის განმარტებით, პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1.1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.

გამოკლებული დეპუტატის ადგილს პარლამენტში 1 თვის ვადაში დაიკავებს მისი წარმდგენი პარტიის პროპორციულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]