სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა

08:16 - 09 სექტემბერი 2018 hits 2469

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როდესაც გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომობილით მიდიოდა. ის ახალი დაბრუნებული იყო სირიიდან, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასთან ერთად „ოფიციალური ვიზიტით“ იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 8 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ე.წ. სამთავრობო ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პირი რომელიც საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს მართავდა, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ე.წ. მთავრობის პრესსამსახური, გაგულიაზე თავდასხმის ვერსიას გამორიცხავს. მათი თქმით, მოხდა უბედური შემთხვევა, „ტერაქტზე ან თავდასხმაზე საუბარი არ არის“.

გენადი გაგულია ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე  2018 წლის 24 აპრილს დანიშნა. ამ თანამდებობაზე ის 1995-1997 და 2002-2003 წლებში მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]