weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სულშერი გაწვრთნის

11:02 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

უფერული ასპარეზობის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვილ ჟოზე მოურინიოს სეზონის ბოლომდე ნორვეგიელი ულე-გუნარ სულშერი შეცვლის. ახლო წარსულში „წითელი ეშმაკების“ ვარსკვლავი, რომელიც ბოლოს მშობლიურ „მოლდეს“ წვრთნიდა, 2008-2011 წლებში სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სარეზერვო გუნდში მუშაობდა.

45 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის მის გულშია და ასეთ კლუბში დაბრუნება მისთვის ბედნიერებაა.

სულშერის სამწვრთნელო შტაბში მაიკ ფელანი, ემილიო ალვარესი, კირან მაკკენა და მაიკლ კარიკი იქნებიან, ეს უკანასკნელი მოურინიოს გაშვებისას ასევე მოიაზრებოდა გუნდის დროებით მწვრთნელად.

ბრიტანული პრესის ცნობით, ულე-გუნარ სულშერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდის ხელმძღვანელობისგან 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1996 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა და 366 ჩატარებულ შეხვედრაში 126 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად მან 12 ტიტული მოიგო, მათ შორის - ექვსჯერ პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, რომლის ფინალში გადამწყვეტი გოლი სწორედ თავად გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]