weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

პაპუნაშვილი „სარაგოსას“ გამარჯვების გოლით დაუბრუნდა

11:24 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

„სარაგოსაში“ მოთამაშე ქართველი ფორვარდი გიორგი პაპუნაშვილი ტრავმის გამო აღებული პაუზიდან ესპანური კლუბის რიგებში გამარჯვების მომტანი შესანიშნავი გოლით დაბრუნდა.

სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურში „სარაგოსამ“ შინ „ესტრემადურას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები აგებდნენ, შემდეგ გაათანაბრეს, გამარჯვების გოლი კი სწორედ პაპუნაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ცაცია დარტყმით დაამწუხრა მეტოქე გუნდი.

„სარაგოსა“ სეგუნდა დივიზიონის ცხრილის ქვედა ნაწილშია და 22 გუნდში მე-17 ადგილს იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]