weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

დიბალა შესაძლოა „რეალში“ გადავიდეს

11:10 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

„იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს. ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, დიბალა უკმაყოფილოა სათამაშო დროით, რომელსაც მას ტურინულ კლუბში აძლევენ, ახლახანს კი მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან მოუხდა უთანხმოება.

პოლონური ფესვების მქონე არგენტინელ ფეხბურთელს „ბებერ ქალბატონთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. იგი „იუვეში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გადავიდა.

ტურინული გრანდის შემადგენლობაში პაულო დიბალა სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო ქვეყნის თასი და ორჯერ - იტალიის სუპერ თასი.

მიმდინარე სეზონში დიბალამ იტალიის ჩემპიონატის 19 მატჩში ითამაშა, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოირჩა, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში კი ჯგუფურ ეტაპზე 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკისა (8) და ლიონელ მესის (6) ჩამორჩება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]