weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ეროვნულ ლიგას ახალი სპონსორი ჰყავს

14:42 პარასკევი, 01 მარტი 2019

საქართველოს ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2-ის ახალი გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება, რადგან ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს ახალი მთავარი პარტნიორი და სპონსორი ჰყავს - 2019 წლის საფეხბურთო სეზონიდან კომპანია „კრისტალბეთი“ ეროვნული ლიგის ოფიციალური წარმდგენი იქნება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კრისტალბეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კობა გიგლემიანმა ორწლიანი ხელშეკრულება დღეს გააფორმეს. კონტრაქტის მიხედვით, 2019 დ 2020 წლებში ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის განვითარებას 2 მილიონი ლარი მოხმარდება.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ისტორიულ ხელშეკრულებას ვაწერთ ხელთ. კრისტალბეთთან თანამშრომლობით ქართული ფეხბურთი განვითარებას ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიის სურვილი, რაც საქმიანი ნაბიჯითაც დადასტურდა, ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სწორად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და სიკეთის მომტანი იქნება“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]