weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსის მეოთხედფინალშია

10:28 პარასკევი, 19 აპრილი 2019

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსის წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ითამაშებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 5 585 030 ევრო გახლავთ.

ბასილაშვილმა და მოლდოველმა რადუ ალბოტმა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი და არგენტინელი გვიდო პელა 6:1, 6:7 (7:9), 10:6 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზურისთვის ჰოლანდიელებს - რობინ ჰაასე-ვესლი კოლჰოფს გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ მონტე-კარლოს ტურნირის ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სწორედ ხსენებულ ფუჩოვიჩთან წააგო, ამდენად, საქართველოს N1-მა ჩოგანმა მცირე რევანშის აღება მოახერხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]