weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

ჰოლანდია ფინალში ითამაშებს

10:42 პარასკევი, 07 ივნისი 2019

UEFA-ს ერთა ლიგის მეორე ფინალისტი ჰოლანდიის ეროვნული გუნდი გახდა, რომელმაც ნახევარფინალურ პლეი-ოფში გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები დამატებით დროში დაამარცხა.

პორტუგალიის ქალაქ გიმარაესში რონალდ კუმანის გუნდმა ინგლისელები გვიან გატეხა, მანამდე კი აგებდა კიდეც - მატეის დე ლიგტმა შეცდომა დაუშვა და საჯარიმოში მარკუს რეშფორდის უაზრო წაქცევით პენალტი აიკიდა, რაც 32-ე წუთზე გოლად თავად დაზარალებულმა აქცია.

გაშვებული ბურთის შემდეგ „ნარინჯისფერებს“ მძლავრად არ შეუტევიათ, უფრო მეტიც, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს გუნდი არც მარცხდებოდა, ინგლისი კი თავის მხრივ არ ცდილობდა თამაშის გამწვავებას. ამის მიუხედავად, კუმანის გუნდმა 73-ე წუთზე გაათანაბრა - დე ლიგტმა შეცდომა გამოასწორა და თავური დარტყმით აიღო ჯორდან პიკფორდის კარი. 85-ე წუთზე ჯესი ლინგარდმა კვლავ წინ გაიყვანა ინგლისელები, თუმცა გოლი ვიდეორეფერიმ სანტიმეტრებში დაფიქსირებული თამაშგარის გამო გააუქმა.

მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა, სადაც ინიციატივას უკვე ნიდერლანდელები ფლობდნენ. ჯერ შეცვლაზე შესული ქვინსი პრომესის აქტიურობით კაილ უოკერმა ავტოგოლი მიითვალა, მალევე კი იმავე პრომესმა მეტოქის დაცვაში მორიგი შეცდომის წყალობით საბოლოო წერტილი დაუსვა „სამი ლომის“ მარცხს - 3:1.

ამრიგად, 9 ივნისს, პორტოში გასამართ ფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ჰოლანდია შეხვდებიან, იმავე დღეს კი, მცირე ხნით ადრე, მე-3 ადგილისთვის შვეიცარია და ინგლისი იბრძოლებენ.

 

ამ თემაზე:

კრისტიანო რონალდომ პორტუგალია ფინალში გაიყვანა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]