ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ჩემპიონთა ლიგა დღეს ახალი სეზონით ბრუნდება

12:11 - 12 სექტემბერი 2017 hits 207

დღეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს. დღის ცენტრალური მატჩი ბარსელონაში, სტადიონ „კამპ ნოუზე“ გაიმართება, სადაც კატალონიური გრანდი „ბარსელონა“ გასულ სეზონში მარცხის გამო ტურინის „იუვენტუსზე“ რევანშის აღებას ეცდება.

ბარსელონა-იუვენტუსის გარდა, დღეს ჯგუფური ეტაპის კიდევ შვიდი შეხვედრა ჩატარდება. ინტერესს იწვევს განახლებული შემადგენლობით გაძლიერებული „პარი სენ-ჟერმენის“ თამაში - პარიზული კლუბი გლაზგოს „სელტიკს“ სტუმრად დაუპირისპირდება. პირველ დღეს ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებული  „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მიუნხენის „ბაიერნი“.

A ჯგუფში განთესილი ლისაბონის „ბენფიკა“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ც.ს.კ.ა“-ს უმასპინძლებს და სამი ქულის აღებას შეეცდება, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი „ოლდ ტრაფორდზე“ შვეიცარიის ჩემპიონ „ბაზელს“ დაუხვდება.

B ჯგუფში პსჟ-სელტიკის პარალელურად მიუნხენის „ბაიერნი“ ბელგიის ჩემპიონ ბრიუსელის „ანდერლეხტს“ უმასპინძლებს. საერთო მოსაზრებით, კარლო ანჩელოტის გუნდის წინააღმდეგ ბელგიური კლუბის შანსები მცირეა.

საინტერესო შეხვედრები შედგება C ჯგუფში, სადაც „რომა“ შინ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, ხოლო „ჩელსი“ - დებიუტანტ „ყარაბაღს“. ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებულ „არისტოკრატებს“ აზერბაიჯანის ჩემპიონთან სამი ქულის აღება წესით არ უნდა გაუჭირდეთ, რომაული კლუბი და დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი „ლოს როხიბლანკოსი“ კი ერთმანეთს პლეი-ოფის საგზურს პირველივე ტურიდან შეეცილებიან.

ლიონელ მესის ჯანლუიჯი ბუფონის კარში გოლი არასოდეს გაუტანია და ამ ტრადიციის დარღვევას სწორედ დღეს ეცდება. კარგ ფორმაშია იტალიის ბოლო ექვსი წლის ჩემპიონი „ბებერი სინიორაც“, რომელიც „ბარსასთან“ წინა სეზონის წარმატების გაგრძელებას შეეცდება. D ჯგუფში გრანდების პარაlელურად პირეოსში „ოლიმპიაკოსი“ და ლისაბონის „სპორტინგი“ ითამაშებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი