weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონია

21:33 კვირა, 05 ივნისი 2022

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ტრავმის მიუხედავად, ტალახაძემ ატაცში 217, ხოლო აკვრაში 245 კილოგრამი დაძლია. ორჭიდის ჯამში 462 კილოგრამი დაფიქსირდა და კარიერაში მეექვსედ, ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილები სომხეთის წარმომადგენელმა მოიპოვეს: ვერცხლი ვარაზატ ლალაიანმა, ბრინჯაო კი გორ მინასიანმა.

ლაშა ტალახაძე, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრასა (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]