ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ყაზბეგში Red Bull GergetIt 2017 გაიმართა

17:31 - 17 სექტემბერი 2017 hits 231

ყაზბეგის ეროვნულ პარკში Red Bull GergetIt 2017 გაიმართა, რომელშიც თორმეტი გუნდი მონაწილეობდა. ესტაფეტაში მონაწილეობის მისაღებად გუნდები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდანაც ჩამოვიდნენ. პირველი ადგილი გუნდმა Bike House-მა დაიკავა, რომელსაც საპრიზო თანხა 3000 ლარი გადაეცა.

მეორე ადგილზე გუნდი Vitamin Well Georgia გავიდა, რომელმაც 2000 ლარი მიიღო, ხოლო მესამე ადგილის და 1000 ლარის მფლობელი გუნდი Mad Bull Sante გახდა.

გამოვლინდნენ სხვადასხვა სპორტის სახეობაში მონაწილე საუკეთესო სპორტსმენები, რომლებიც 500-500 ლარით დაჯილდოვდნენ.

Red Bull GergetIt-მა წელს სპორტის ოთხი სახეობა გააერთიანა. მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები კაიაკში, მეკლდეურობაში, სამთო ველორბოლასა და სამთო სირბილში გამოცადეს. გამარჯვებული გუნდი ოთხვე სახეობის შედეგების დაჯამების შემდეგ გამოვლინდა. შეჯიბრი სოფელ უყანობში დაიწყო და გერგეთის სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.

Red Bull GergetIt, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა, საერთაშორისო პროექტის Red Bull Dolomitenmann-ის ქართული ანალოგია, იმ განსხვავებით, რომ ქართულ შეჯიბრში დამატებულია კლდეზე ცოცვა. Red Bull Dolomitenmann ავსტრიის ალპებში ყოველწლიურად ტარდება და დასავლეთ ევროპაში ყველაზე რთული ესტაფეტის სახელითაა ცნობილი.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com