weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ავსტრალიის ღია პირველობა კაროლინ ვოზნიაცკიმ მოიგო

17:35 შაბათი, 27 იანვარი 2018

კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. პოლონური წარმოშობის მქონე დანიელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი 7:6 (7:2), 3:6, 6:4 დაამარცხა.

შეხვედრამ 2 საათსა და 50 წუთს გასტანა. ვოზნიაცკიმ 2 ეისი და 5 ბრეიკი განახორციელა, ჰალეპთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიშში კი 5:2 დაწინაურდა.

27 წლის ვოზნიაცკი დიდი ხნის განმავლობაში სათავეში ედგა ქალთა მსოფლიოს კლასიფიკაციას, მელბურნში გამარჯვების წყალობით კი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ სარეიტინგო სიის ლიდერია. გამარჯვების სანაცვლოდ ვოზნიაცკი საპრიზო თანხის სახით 4 მილიონ დოლარს მიიღებს. იგი პირველი დანიელია, რომელმაც ჩოგბურთის „ღია ერაში“ დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]