weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„აია არენაზე“ საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა

14:10 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

ქუთაისის სტადიონ აია არენაზე“, სადაც მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბელგიის ნაკრებს შეხვდება, დროშა პარტია თავისუფალი საქართველოს წევრმა გოგი წულაიამ აღმართა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს რაგბის ფედერაციამ მიიღო.

„ვერცერთ ლექსიკონში ვერ მოიძებნება სიტყვები იმ ემოციის გადმოსაცემად, რაც მე ახლა მაქვს. მემაყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელზე მომიწია დროშის აღმართვა. დროშა დაკიდეს. მაშინაც ეკიდა, მაგრამ ზომაში იყო პატარა. ძვირფასი საჩუქარიც გადმომეცა ფედერაციისგან, რაგბის მაისური ყველა მორაგბის ხელმოწერით“, - განაცხადა წულაიამ.

გასულ წელს გოგი წულაიამ „აია არენას“ სტადიონზე საქართველოს დროშის აღმართვის ფორმა გააპროტესტა. რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო დროშა სხვა ქვეყნების დროშებისგან განსხვავებით მცირე ზომის იყო, რითიც სახელმწიფო დროშის შესახებ კანონი დაირღვა. მაშინ გოგი წულაია პოპულარული გახდა გამოთქმით: „დროშა ვერ დაკიდენ!“

მცირე ხნის წინ, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეზე გოგი წულაიამ ეროვნული დროშა საჩუქრად ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან მიიღო.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშებისთვის ემზადება. გუნდი წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, „აია არენაზე“, ბელგიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]