weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პიონჩანში ოლიმპიური ცეცხლი აინთო

10:58 შაბათი, 10 თებერვალი 2018

სამხრეთ კორეის საკურორტო ქალაქ პიონჩანში საზეიმოდ გაიხსნა 2018 წლის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები. ორსაათიან თვალწარმტაც ცერემონიას პირდაპირი ეთერით თვალს ადევნებდა 200-მდე ქვეყნის ტელემაყურებელი, უშუალოდ ოლიმპიურ სტადიონზე კი - 35 000 ადამიანი.

2018 წლის ზამთრის XXIII თამაშები გახსნილად გამოაცხადა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა. ოლიმპიური ცეცხლის დანთების პატივი ფიგურულ სრიალში ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ იუ ნა კიმს ერგო.

ხუთკუთხა სტადიონი სპეციალურად ოლიმპიური თამაშებისა და პარალიმპური თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიებისთვის ააშენეს. სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას ოფიციალური სიტყვით მიმართეს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ლი ჰი-ბომმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

შესრულდა ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებული სხვა რიტუალებიც, რასაც წინ უძღოდა სპორტული დელეგაციების აღლუმი, რომლებმაც ტრიბუნების წინ კორეული ანბანის შესაბამისი თანმიმდევრობით ჩაიარეს. ტრადიციისამებრ, აღლუმი გახსნეს ოლიმპიური თამაშების სამშობლოს - საბერძნეთის წარმომადგენლებმა.

თამაშებში სულ 92 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. რუსი სპორტსმენები ნეიტრალური ოლიმპიური დროშით („ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან“) გამოდიან, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენები კი ოლიმპიადაზე ერთ გუნდად წარსდგნენ, ოღონდ - ორი მედროშით. სწორედ მათი გამოსვლით დასრულდა ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

ქართულ დელეგაციას საქართველოს დროშით წინ მოუძღოდა მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, რომელიც თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა იაპონიიდან. შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველო ოთხი სპორტსმენით გამოვა.

.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]