აგვისტო 15, 2018
weather cur airplane horoscope tv

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა

10:30 - 14 თებერვალი 2018 hits 371

ორთვიანი შესვენების შემდეგ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალური პლეი-ოფის შეხვედრებით განახლდა. პირველი დღის ორი მატჩი ტურინსა და ბაზელში შედგა და მოლოდინისამებრ ლოგიკური შედეგებით დასრულდა.

იტალიის ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ შეხვედრა ფანტასტიურად დაიწყო - არგენტინელმა ცენტრფორვარდმა გონსალო იგუაინმა ჯერ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში, მე-9 წუთზე კი პენალტით დუბლი გაიფორმა. მასპინძლები აღმაფრენით თამაშობდნენ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი კი ინიციატივის მოპოვებას ცდილობდა. ორ ეპიზოდში კარგად გაისარჯა ჯანლუიჯი ბუფონი, მაგრამ „ტოტენჰემმა“ 35-ე წუთზე სხვაობა მაინც შეამცირა, როდესაც ჰარი კეინი პირისპირ დარჩა ბუფონთან, მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი თავდამსხმელი რეკორდის ავტორი გახდა - აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე საწყის ცხრა მატჩში ცხრა გოლი არავის ჰქონდა გატანილი. ტაიმის ბოლო წუთზე მასიმილიანო ალეგრის გუნდს კიდევ მართებდა გატანა, მაგრამ მეორე დანიშნული თერთმეტმეტრიანი იგუაინმა ხარიხას მოარტყა. მეორე ტაიმში მაყურებელმა თანაბარი თამაში იხილა და სტუმართა გამათანაბრებელი გოლიც ლოგიკური იყო - ქრისტიან ერიკსენმა 71-ე წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან დაჯაბნა ბუფონი და განმეორებითი შეხვედრისთვის უდიდესი ინტრიგა დატოვა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში პრაქტიკულად გაირკვა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა მასპინძელ „ბაზელს“ და ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვიტა. გოლები ილქაი გიუნდოღანმა (დუბლი), ბერნარდო სილვამ და სერხიო აგუერომ გაიტანეს.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

დღეს კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. „პორტო“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს, მადრიდის „რეალი“ კი - „პარი სენ-ჟერმენს“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]