თებერვალი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

ოლიმპიადაზე რუს გულშემატკივრებს საბჭოური დროშები წაართვეს

13:54 - 14 თებერვალი 2018 hits 164

პიონჩანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუს გულშემატკივრებს საბჭოური სიმბოლიკიანი და ვლადიმერ ლენინის პორტრეტის მქონე წითელი დროშები ჩამოართვეს.

„ეს დროშები არაა აკრძალული, ჩვენ წავიკითხეთ წესები და რუს მოხალისეებსაც ვკითხეთ“,- განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა გულშემატკივარმა, მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა ქომაგებს დროშები ჩამოართვეს.

ცნობილია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთის მოქალაქეებმა საბჭოური სიმბოლიკის მქონე აკრძალული დროშებით მოისურვეს გულშემატკივრობა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთი დოპინგ სკანდალის გამო მონაწილეობას ვერ იღებს, ამიტომ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ოლიმპიური თეთრი დროშით გამოდიან და გუნდს სახელად „ოლიმპიური სპორტსმენები რუსეთიდან“ ჰქვია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]