სექტემბერი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქართული სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს უერთდება

18:46 - 16 აპრილი 2018 hits 366
ქართული სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს უერთდება ფოტო © ქართული სპორტის მუზეუმი

სსიპ ქართული სპორტის მუზეუმი დამოუკიდებლად აღარ იარსებებს - რეორგანიზაციის შედეგად იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდება.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 12 აპრილს მიიღო. რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეროვნულ მუზეუმთან ერთად განახორციელებს, მიმდინარე წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 2002 წლის 3 მაისის ბრძანებულებით სსიპ „საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმი“ შეიქმნა. 2010 წლის სექტემბერში მუზეუმი ლიკვიდირებულ იქნა, თუმცა სამი თვის შემდეგ კვლავ იქნა აღდგენილი და „ქართული სპორტის მუზეუმი“ ეწოდა. 2014 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ სპორტის მუზეუმის იგივე სახელწოდებით ხელახლა დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]