აგვისტო 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს

13:38 - 11 მაისი 2018 hits 287

ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის კლუბი „ლომები“ პროტესტის ნიშნად ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ამბობს. სპორტსმენებმა დღეს ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი ამერიკული ფეხბურთის ფედერაციას არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ფედერაცია მათ დაფინანსებაზე უარს ამბობს.

„უარს ვამბობთ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე, რადგან ფედერაცია არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს, სწორი მიმართულებით არ მიდის. ყველაფერი ნაწილდება სხვა გუნდებზე. მაგალითად, წელს შეძენილი აღჭურვილობა რუსთავის ორ გუნდზე განაწილდა. რაც ვარსებობთ, ფედერაციას ჩვენთვის დაფინანსება არ მოუცია. ბიჭები ენთუზიაზმით ვვარჯიშობთ და გამოვდივართ შეხვედრებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ლომების“ პრეზიდენტმა ჯემალ ვასაძემ.

ფეხბურთელების პროტესტთან დაკავშირებით ფედერაციას კომენტარი არ გაუკეთებია, ამასთანავე მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია 2011 წელს შეიქმნა, 2016 წელს კი საქართველო საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა. ამ დროისთვის საქართველოში ამერიკული ფეხბურთის 5 მოქმედი გუნდი იყო. წელს ამერიკულ ფეხბურთში რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]