weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ გაწვრთნის

11:34 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

ტიტულოვანი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ გაწვრთნის. 58 წლის მწვრთნელმა ნეაპოლიტანურ კლუბთან 2021 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარი ჩაანაცვლა, რომელიც ნეაპოლელებს ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში და კლუბი იტალიის ჩემპიონატში ორჯერ მეორე ადგილზე, ერთხელ კი მესამეზე გაიყვანა. სარის მწვრთნელობისას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს კი სწორედ ახლახანს დასრულებულ სერია A-ში იყო, როდესაც ჩემპიონ „იუვენტუსს“ 4 ქულით ჩამორჩა.

ცნობილია, რომ „ნაპოლის“ ამბიციურ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მიზნად სწორედ იტალიის პირველობის მოგება სურს და გუნდი კარლო ანჩელოტის საამისოდ ჩააბარა.

რაც შეეხება ანჩელოტის, იგი ტიტულოვანი „მილანში“ მუშაობისას (2001-2009) გახდა, სადაც იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, ასევე ორი ჩემპიონთა ლიგა, ორი UEFA-ს სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. „მილანის“ შემდეგ ანჩელოტი ორ-ორი სეზონი მუშაობდა „ჩელსიში“ (ინგლისის ჩემპიონი, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერ თასი), „პარი სენ-ჟერმენსა“ (საფრანგეთის ჩემპიონი) და მადრიდის „რეალში“ (ესპანეთის სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი), ბოლოს კი მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა, სადაც ბუნდესლიგა და ორჯერ გერმანიის თასი მოიგო, თუმცა გასულ წელს შუა სეზონიდან გაათავისუფლეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]